სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
დოკუმენტში წერია, რომ აუდიტის შედეგად ინტერესთა კონფლიქტი გამოვლინდა. კერძოდ, დაგეგმვასა და მონიტორინგში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, "თბილსერვისმა" შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ ინტერესთა კონფლიქტის პირობები დაირღვა.
საქმე იმაშია, რომ 2020 წლის 21 აგვისტოს თბილსერვისმა ტენდერი გამოაცხადა სახიფათო ნარჩენების გატანა/განადგურების მომსახურების შესყიდვის შესახებ, სავარაუდო ღირებულებით − 517.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს „სანიტარმა“, რომელმაც გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით − 417.9 ათასი ლარი.
ტენდერის პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი სატენდერო კომისიის წევრსა და გამარჯვებულ საწარმოს შორის. კერძოდ, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი − შპს „სანიტარი“ და სატენდერო კომისიის წევრის ნათესავი ფლობენ შპს „სანიტარი +“-სს. შესაბამისად, პრეტენდენტი და სატენდერო კომისიის წევრი არიან ურთიერთდამოკიდებული მხარეები.
მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიის წევრმა წერილობით არ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვის პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს. აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები გარდა ამისა, გამოვლინდა ხარვეზები შესყიდვის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში.
კერძოდ: ტენდერზე შესყიდვის საგანს წარმოადგენდა 10 დასახელების, მათ შორის 450,000 ცალი გარე განათების სახიფათო ნარჩენის გატანა/განადგურება. შესწავლით დგინდება, რომ "თბილსერვისი" არ აწარმოებდა უვარგისინარჩენების აღწერას კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.
უვარგისი ნარჩენების რაოდენობის შესახებ არ არის შედგენილი შესაბამისიაღწერის აქტი. შესაბამისად ვერ დგინდება რეალურად რამდენი ნათურა იყო გასანადგურებელი. მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მიმწოდებელმა სულ გაიტანა და გაანადგურა 435,600 ცალი ნათურა, ღირებულებით − 348.5 ათასი ლარი. "თბილსერვისის" საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე − 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისის გარე განათების ქსელიდან ნათურების სახიფათო ნარჩენების რაოდენობა აღრიცხული იყო 272,513 ერთეული. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გასანადგურებელი ნარჩენები 2017 წლამდეც არსებობდა, თუმცა ბუღალტრულად არ იყო აღრიცხული.
შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება არასათანადოდ ტარდებოდა. ინსპექტირების დასკვნებით დადასტურებულია 348.5 ათასი ლარის ღირებულების 435,600 ცალი უვარგისი ნათურის განადგურება. თუმცა, ნარჩენების განადგურების პროცესს უწყვეტად ესწრებოდა თუ არა წარმომადგენელი და ხდებოდა თუ არა გადათვლა, თბილსერვისმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, თბილსერვისმა შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის პირობები. გარდა ამისა, უვარგისი მარაგების ინვენტარიზაცია არ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებულიმოთხოვნების დაცვით. შესყიდვის დაგეგმვასა და მონიტორინგში არსებულიკონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, ნარჩენების განადგურების მომსახურების შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა არასათანადოდ.
რეკომენდაცია: თბილსერვისმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულმა მოთხოვნებმა არ შეზღუდოს კონკურენცია; სატენდერო კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითიმექანიზმები და უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანიმიდგომა; შესყიდვების დაგეგმვისას, ობიექტის სავარაუდო ღირებულება
განსაზღვროს გონივრულ გათვლებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით.