TBC Capital-მა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა და 1, 411 გვტ.სთ შეადგინა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მაისში თბოსადგურების მიერ მაისში ელექტროენერგია არ გამომუშავებულია. კერძოდ:
- ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურ ჭრილში 6.6% -ით გაიზარდა;
- ქარის სადგურების გამომუშავება შემცირდა 14.1%-ით;
- თბოსადგურებს, კი მაისში მათ მიერ ელექტროენერგია არ გამომუშავებულია;
რაც შეეხება, ელექტროენერგიის მოხმარებას, 2024 წლის მაისში 1,050 გვტ.სთ შეადგინა და და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა.
საცალო ზრდამ 1.6% შეადგინა, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 13.9%-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება მაისში წლიურად 11.1%-ით შემცირდა.