საქართველოში ჩაის კულტურამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა ფეხი. ქვეყნის დასავლეთში, სადაც კლიმატი და ნიადაგი არომატული ჩაის მოსაყვანად სათანადო პირობებს ქმნიდა, პლანტაციები გაშენდა და ნელ-ნელა ქართული ჩაი ერთგვარ ხარისხიან პროდუქტად იქცა.
ამას მოჰყვა ის, რომ 1940-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის ქვეყნები აფხაზეთში, გურიაში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში მოყვანილი ჩაით მარაგდებოდა. 60-იანი წლებიდან, საექსპორტო არეალი გაიზარდა და ჯერ აღმოსავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა დაემატა, მოგვიანებით კი დასავლეთ ევროპის ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შემდეგ კი ფინეთი და დიდი ბრიტანეთი.
ქართული ჩაის წარმოება დღესაც აქტიურად გრძელდება. საჭიროებიდან გამომდინარე, შეიცვალა მიდგომები და წარმოების ტექნოლოგია, მაგრამ უცვლელია მიზანი, რომ შეიქმნას ხარისხიანი პროდუქცია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია სიყვარულით შთაგონებული ქართული, ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანია “ტე-ამო”, რომლის ისტორიას ადგილობრივი პედაგოგი, კობა შეყილაძე ზემო იმერეთში, სოფელ გეზრულში ქმნის. საკუთარი სოფლისადმი უდიდესი სიყვარულით, ადგილობრივების დასაქმების სურვილით და უდიდესი მონდომებით წახალისებულმა მეწარმემ 2016 წელს, "ხავერდოვანი ჩაის კოოპერატივი“ დააფუძნა და ორგანული ჩაის წარმოება დაიწყო. ჩაის პლანტაცია 22 ჰექტარზე გააშენა და ჩაის რამდენიმე სახეობა მოჰყავს.
სრულყოფილ პირობებში ნაზარდ ჩაის ხელით კრეფენ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, სათანადოდ ამუშავებენ, იქვე ფუთავენ და სადისტრიბუციოდ ამზადებენ.
ჩაის წარმოების პროცესი ყველა საჭირო პროცედურის დაცვითა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მიმდინარეობს და თქვენამდე ორგანული ჩაის რამდენიმე სახეობა მოდის: პრემიუმ შავი, კლასიკური შავი და მწვანე. თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული არომატი და ეფექტი აქვს, მაგრამ ერთნაირად გემრიელი და ხარისხიანია.
14 სექტემბრამდე, “ტე-ამოს”ორგანული ჩაის დაგემოვნება და შეძენა თბილისში, “გუდვილის” დიღმის ფილიალში, მაღაზია “ჩაიმანიაში” შეგიძლიათ.
მასალა წარმოადგენს ბრენდის ინტელექტუალურ საკუთრებას. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Teamo.