მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეატრალური უნივერსიტეტი თავის კურსდამთავრებულებს და აქციებზე დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს

თეატრი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის კურსდამთავრებულებს და აქციებზე ყველა დაზარალებულს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს - გიორგი მახარაძეს,თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს.

მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე - ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები