მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო

"პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში არსებული პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი“, — ვკითხულობთ საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 13 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ სტუდენტური მარშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები