ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის თებერვალში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 295 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ აშშ-დან გადმოირიცხა, რაც 54 მილიონ დოლარს შეადგენდა, ამასთან გზავნილები წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს იკავებს იტალია 52.9 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით (წლიური ზრდა 19%), მესამეზე კი რუსეთის ფედერაციაა 36 მილიონით, საიდანაც გზავნილები წინა წელთან შედარებით ასევე 19%-ით გაიზარდა.
ქვეყნები საიდანაც 2026 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
| # | ქვეყანა | გზავნილები თებერვალში - მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | აშშ | $54.3 | 15% |
| 2 | იტალია | $52.9 | 19% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $36.0 | 19% |
| 4 | ისრაელი | $25.4 | 17% |
| 5 | გერმანია | $24.4 | 22% |
| 6 | საბერძნეთი | $23.7 | 22% |
| 7 | თურქეთი | $10.9 | 32% |
| 8 | ესპანეთი | $7.8 | 38% |
| 9 | საფრანგეთი | $5.9 | 25% |
| 10 | ყაზახეთი | $5.9 | -5% |



























