მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თებერვალში 75%-იანი დატვირთვა გვაქვს" – ka Group გუდაურში წინასწარი ჯავშნებზე

QUADRUM

სასტუმროების მმართველი კომპანია ka Group, რომელიც გუდაურში ორ ობიექტს, „ქვადრუმ გუდაურსა“ და „ფაინ შალეს” მართავს აცხადებს, რომ თებერვალში დაახლოებით 75%-იანი დატვირთვას ელოდება - ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინა ჭიღლაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით გუდაურში შეიცვალა ჯავშნების დროს ქცევის ტენდენცია და დამსვენებლები ბევრად უფრო ადრე გეგმავენ ჩამოსვლას.

"თუ შარშან ჯავშნების დიდი ნაწილი პოსტფაქტუმ კეთდებოდა, ანუ ვიზიტამდე 2-3 დღით ადრე, დღეს ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. ამ ეტაპზე, თებერვლის დატვირთულობა უკვე დაახლოებით 75%-მდე გვაქვს დაორგანიზებული", - აღნიშნავს ნინა ჭიღლაძე.

მისივე ინფორმაციით, შეცვლილია ჯავშნების გაუქმების ტენდენციაც - გაუქმების შემთხვევაში სტუმრები კომპანიას უფრო ადრე ატყობინებენ, ხოლო უმეტესად ხდება თარიღის ცვლილება და არა ჯავშნის სრულად ჩახსნა.

ნინა ჭიღლაძის თქმით, წინასწარი ჯავშნები სასტუმრო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას საშუალებას აძლევს, სწორად დაგეგმოს ოპერაციული საქმიანობა და სამომავლო ინვესტიციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები