თებერვალში ამოქმედებულმა შუახევი ჰესმა 200 მლნ კვსტ ენერგია გამოიმუშავა, - ინფორმაციას ამის შესახებ შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შუახევი ჰესი დაათვალიერეს.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა. მსგავსი სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს", – განაცხადა ნათია თურნავამ.
"შუახევიჰესი უკვე ოპერირებს სრული დატვირთვით. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჯვაძემ.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კი ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია საქართველოს ენეტროსისტემას ყოველდღიურად მიეწოდება.
,,ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგო პროექტი განვახორციელეთ. შუახევი ჰესის ელექტროსადგური წარმატებით მუშაობს და ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოს ელექტროსისტემას’’- განაცხადა კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.
ცნობისთვის, შუახევი ჰესი წარმოადგენს შუახევისა (178მგვტ) და სხალთა (9მგვტ) ჰესების კასკადს, რომლის დადგმული სიმძლავრე 187 მგვტია. შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას. შემცირების შესახებ.
შუახევი ჰესი კომერციულ ოპერირებაში შევიდა 2020 წლის თებერვალში და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტრო ენერგიამ ამ დროის მონაცემებით უკვე შეადგინა 200 მილიონი კვსტ.
შუახევიჰესის პროექტის ინვესტორებს წარმოდგენენ ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ინვესტი“ და ინდური „ტატა ფაუერი“ პროექტს აფინანსებენ სა ერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: საერთაშორის საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).
NS