მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები 204 მილიონი ლარით შემცირდა

ბანკი

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თებერვლის თვის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. კონსოლიდირებული მაჩვენებლების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 182.62 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.08%-ით მეტი).

"თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 203.80 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.57%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 21.18 მლნ ლარით, ანუ 0.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.56%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.51% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.08%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.99%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბიზნეს სიახლეები მუდმივად ახლდება თქვენთვის საინტერესო თემებზე BMG-ის პლატფორმაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები