მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ბათუმში 1 544 ბინა გაიყიდა - რა ღირდა საშუალოდ მ²-ი?

641455791c663
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.23 16:15
3618
თებერვალში ბათუმში 1 544 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2021 წლის თებერვლის გაყიდვის მაჩვენებელს 42%-ით აღემატება.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 50%-ით 66 მილიონ დოლარამდე გაიზარდაა.

ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სეგმებტების მიხედვით, ბათუმში თებერვალში მოთხოვნა უფრო მეტად ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იყო. ამ ბინებზე მოთხოვნა 230%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 19% და 40%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდ ფასს, recov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 895 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლოა ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვნად ზრდით იყოს განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები