მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში დენის იმპორტი თითქმის 30%-ით შემცირდა - Galt & Taggart

ელექტროენერგია

თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 29%-ით შემცირდა და 0.3 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის ჯამური ღირებულება 7.4 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 34%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

Galt & Taggart-ის შეფასებით, იმპორტის შემცირება ჰესების გაზრდილ გენერაციას უკავშირდება. თებერვალში იმპორტი კვლავ ძირითადად ტრადიციული მომწოდებლებისგან - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან - განხორციელდა. ეს მიუთითებს, რომ იანვრის უჩვეულო იმპორტის სტრუქტურა (თურქეთი, სომხეთი, რუსეთი), სავარაუდოდ, დროებითი ფაქტორი იყო.

2026 წლის თებერვლის იმპორტში რუსეთის წილმა 70% შეადგინა, მათ შორის 47% აფხაზეთისთვის შეღავათიანი მიწოდება იყო, ხოლო 23% - კომერციული იმპორტი. ჯამში გასულ თვეში რუსეთიდან 194 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნება იმპორტირებული. იანვრისგან განსხვავებით, საქართველოს თურქეთიდან დენი აღარ უყიდია, რაც იმპორტის ფასს დაეტყო და მნიშვნელოვნად შემცირდა. თებერვლიდან ქვეყანამ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი განაახლა და ჯამში აზერბაიჯანიდან 81 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნა შესყიდული, რაც ჯამური იმპორტის თითქმის 30%-ია.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, იმპორტის საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 2.7 ცენტი შეადგინა. აზერბაიჯანიდან იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.8 ცენტი იყო, ხოლო რუსეთიდან კომერციული იმპორტის ფასი (აფხაზეთისთვის მიწოდების გამოკლებით) კვტ.სთ-ზე 4 ცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები