მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ექსპორტი 27%-ით $546 მილიონამდე გაიზარდა, იმპორტი კი 8%-ით $1.3 მილიარდამდე

კონტეინერი ლოგისტიკა MSC

საქსტატმა 2026 წლის თებერვლის თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ექსპორტი 114 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით, 546 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტს ზრდა 8%-ს შეადგენდა და ის 1.33 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ჯამურად იანვარ-თებერვალში კი ექსპორტი 1 მილიარდიდოლარი იყო (გაიზარდა 22.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2.48 მილიარდი დოლარი (შემცირდა 15.4 პროცენტით).

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს. შესაბამისად, ცნობილი გახდება უშუალოდ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა თებერვლის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები