მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში ფულადი გზავნილები შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა?

დაკრედიტება

2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.2 მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14,1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,1% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,3% მოდიოდა.

გზავნილების შემცირება დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხების 44.7%-იან კლებასთან.

TOP-10 ქვეყანა გადმორიცხვების მოცულობის მიხედვით:

  1. აშშ - $47.3 მლნ [ზრდა 13.8%];
  2. იტალია - $44.3 მლნ [კლება 0.9%];
  3. რუსეთის ფედერაცია - $30.3 მლნ [კლება 44.7%];
  4. ისრაელი - $21.7 მლნ [ზრდა 6.3%];
  5. გერმანია - $20 მლნ [ზრდა 9.04%];
  6. საბერძნეთი - $19.4 მლნ [ზრდა 1.3%];
  7. თურქეთი - $8.2 მლნ [ზრდა 4.6%];
  8. ყირგიზეთი - $6.2 მლნ [ზრდა 92.04%];
  9. ყაზახეთი - $6.1 მლნ [კლება 41.2%];
  10. ესპანეთი - $5.6 მლნ [ზრდა 12.1%].

2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,7 მლნ აშშ დოლარი (80,9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის თებერვლის (29,3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2% ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები