მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

იმპორტი

2024 წლის თებერვალში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 2,08 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,38 ათასი ტონა) შედარებით 0,70 ათასი ტონით ანუ 50,7%-ით მეტია. ინფორმ

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან - 0,41 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 19,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,37 ათასი ტონა (17,8%), აზერბაიჯანი - 0,27 ათასი ტონა (13%); ირანი - 0,18 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.

თებერვალში გაიზარდა საავიაციო ნავთის იმპორტიც, რამაც 13,2 ათასი ტონა შეადგინა. ეს კი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,9 ათასი ტონა) შედარებით, 6,3 ათასი ტონით ანუ 91,3%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში, საავიაციო ნავთის მთავარი საიმპორტო ქვეყანა საბერძნეთია, ამ ბაზარზე იმპორტის 47% (6,2 ათასი ტონა) მოდის. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, იმპორტირებული საავიაციო ნავთის 18,2% (2,4 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 17,4% (2,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 9,1% (1,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,5% (0,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 3,8% (0,5 ათასი ტონა) - რუმინეთიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები