ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ თებერვალში სავალუტო რეზერვების 202 მლნ დოლარით შემცირება მთავრობის ოპერაციებს, მათ შორის, საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდებოდა და ეს ჩანს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში, რომლის მიხედვით, საგარეო ვალების მომსახურებაზე წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 127 მილიონი დოლარი მიემართა. თავად ეროვნული ბანკი ამბობს, რომ იანვარ-თებერვალში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არც გაყიდვის და არც ყიდვის მხრივ არ განუხორციელებია. თუმცა სებ-ის პრეზიდენტი ელის, რომ ბაზრიდან დამატებითი ვალუტის შეძენას და რეზერვების შევსებას მალე შეძლებს. ფინანსისტების ნაწილი კი გამორიცხავს, რომ შემცირებული სავალუტო რეზერვების ადეკვატურობის ნიშნულამდე დაგროვება უახლოეს ხანებში მოხდება, მით უფრო იმ ფონზე, რომ წელსაც ქვეყანას მნიშვნელოვანი მოცულობით საგარეო ვალის გადახდა უწევს. რამ გამოიწვია სავალუტო რეზერვების მოცულობის შემცირება და როგორია მოლოდინები?