2024 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 2%-იანი მატება.
საქსტატის მიხედვით, წლიურ ჭრილში სამრეწველო ფასების ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები 0.3%-ით არის გაზრდილი, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 4.9%-იანი მატება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე:
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები 1.3%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე გავლენა 1.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (5.2%) და სასმელები (6.6%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 4.4%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
საქსტატის მიხედვით, თებერვალში სამრეწველო ფასების ინდექსის ცვლილება იანვართან შედარებით სექტორების მიხედვით ასეთია:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე 1%-ით შემცირდა, რამაც ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე -0.05 პროცენტული პუნქტით იქონია.
ამავე პერიოდში ფასები 1.6%-ით გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 2%-იანი მატება კვების პროდუქტებზე და ძირითად ლითონებზე - 6.3%-ით.
გარდა ამისა, ფასების 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.13 პროცენტული პუნქტი შეადგინა.