მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველო

საქსტატმა 2026 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვალში ჯამურად ეკონომიკის ზრდა 8.4% იყო.

საქსტატის თანახმად, გასული თვის განმავლობაში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 13.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.7%-ით გაიზარდა. კონკრეტული დარგების მიხედვით ზრდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით აღინიშნება გარდა ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებისა.

"2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები