მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველოს ექსპორტი 3%-ით $270 მილიონამდე გაიზარდა

604f0cbaa5b71
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.21 11:31
843
საქსტატმა დღეს 2021 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა და $270.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს $7.7 მილიონი დოლარით ანუ 2.93%-ით აღემატება. 

რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, ის თებერვალში $85.9 მილიონი დოლარით ანუ 12.2%-ით შემცირდა და $618.2 მილიონი დოლარი შეადგინა. 

მთლიანობაში, იანვარ-თებერვალში საქართველოს ექპორტი $494.7 მილიონი იყო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. იმპორტის მოცულობა კი $1.16 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 14.1%-ით ნაკლებია. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის პირველ ორ თვეში $664.6 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს 19 მარტს გამოაქვეყნებს და აღნიშნული ანგარიშით გაირკვევა, თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა თებერვალში ექსპორტის მოცულობის მატება. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები