მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები $202 მილიონით შემცირდა

დოლარი

2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.

ჯერჯერობით უცნობია რამ განაპირობა რეზერვების შემცირება. რამდენადაც ცნობილია სებ-ს თებერვალში სავალუტო აუქციონზე თანხა არ გაუყიდია, თუმცა უცნობია მოახდინა თუ არა სებ-მა ვალუტის რეალიზაცია Bmatch პლატფორმის მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა 25 მარტს გახდება ცნობილი.

ამასთან, საქართველოს სავალუტო რეზერვების ღირებულებაზე გავლენა ასევე ოქროს ფასის ზრდამ მოახდინა, რადგანაც რეზერვების შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულება, იანვარში არსებული 645 მილიონი დოლარიდან 650 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ოქროს რეკორდულ გაძვირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები