თებერვალში საქართველოში $183 მილიონი გადმოირიცხა - რომელ ადგილზეა რუსეთი?
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.22 13:47
• 5014
2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დიდი თანხა იტალიიდან შემოვიდა, რაც $33 მილიონ დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გზავნილები 13%-ით არის შემცირებული, მესამეზე კი აშშ, საიდანაც 10%-ით მეტი ფულადი გზავნილი ჩაირიცხა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში $1 მილიონზე მეტი ჩაირიცხა:
1 იტალია - $33.0 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 2 რუსეთის ფედერაცია - $21.9 მილიონი, კლება წინა წელთან -13% 3 აშშ - $21.1 მილიონი, მატება წინა წელთან 10% 4 საბერძნეთი - $15.5 მილიონი, კლება წინა წელთან -22% 5 ისრაელი - $14.1 მილიონი, მატება წინა წელთან 1% 6 ყაზახეთი - $13.8 მილიონი, მატება წინა წელთან 681% 7 გერმანია - $11.4 მილიონი, მატება წინა წელთან 62% 8 თურქეთი - $7.4 მილიონი, კლება წინა წელთან -14% 9 უკრაინა - $5.1 მილიონი, კლება წინა წელთან -31% 10 აზერბაიჯანი - $4.8 მილიონი, კლება წინა წელთან -20% 11 ესპანეთი - $4.4 მილიონი, მატება წინა წელთან 10% 12 საფრანგეთი - $3.8 მილიონი, მატება წინა წელთან 43% 13 ყირგიზეთი - $3.4 მილიონი, მატება წინა წელთან 225% 14 პოლონეთი - $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 20% 15 ირლანდია - $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 73% 16 გაერთიანებული სამეფო - $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 123% 17 ტაჯიკეთი - $1.4 მილიონი, მატება წინა წელთან 117% 18 კანადა - $1.3 მილიონი, კლება წინა წელთან -9% 19 სომხეთი - $1.0 მილიონი, კლება წინა წელთან -1%.