კვლევითი ცენტრის PMC-ის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში იანვართან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 1.6%-ით შემცირდა.
თვიურისგან განსხვავებით ინდექსი წლიურ ჭრილში [2022 წლის თებერვალთან შედარებით] 9.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.3%-ით არის გაზრდილი.
თებერვალში საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 140 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 236 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 116 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა თებერვალში 392 ლარი შეადგინა.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.