მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში სავალუტო რეზერვები 107 მლნ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკი

2024 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 107 მილიონი დოლარით, 4.74 მილიარდ დოლარამდე შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით შემცირდა 2024 წლის იანვარშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 263 მილიონი დოლარია, ხოლო სამთვიან ჭრილში კლება 375 მილიონ დოლარს შეადგენს.

შედეგად არსებული მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ქვეყნის 2024 წლის მოსალოდნელი მშპ-ის 15%-ია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირება, შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო საგარეო ვალების მომსახურებით, რომლის დაფარვაც აღნიშნული ანგარიშიდან ხორციელდება. ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესყიდვით იყო დაკავებული, თუმცა მას შემდეგ სებ-ს მსხვილი შესყიდვები აღარ განუხორციელებია.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც რეზერვების შემცირებაზე მოახდინა გავლენა კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული თანხების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების 25%-დან 20%-მდე შემცირებით იყო განპირობებული.