მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ₾20 000 000 ობლიგაციები განათავსა

„თეგეტა ჰოლდინგმა“, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციების მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტია თიბისი კაპიტალი. ტრანზაქციამ, ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. შედეგად, ობლიგაციები სრულად ათვისებულია 86 ფიზიკური პირის მიერ, რომელთაგან 21 არარეზიდენტია. ლარში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარით განისაზღვრა. ობლიგაციონერები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 14.5%-ია. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება. „თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა. ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ემისიის მთელ პროცესი „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორმა და მხარდამჭერმა თიბისი კაპიტალმა წარმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები