მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იანი ზრდის მაჩვენებლით დაასრულა

MAN
23.02.24 18:10
748

2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მა მასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო ჯილდოები და ტენდერები - ასეთი იყო 2023 წელი MAN-ის ოფიციალური დილერისთვის საქართველოში.

კომპანიის ისტორიაში პირველად, კომერციულ და კერძო სეგმენტზე, ჯამურად, 226 ერთეული ტექნიკა გაიყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. Tegeta Truck & Bus-მა, როგორც გერმანული ბრენდის, MAN-ის ოფიციალურმა იმპორტიორმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ ბრენდის ორიგინალი ნაწილების რეალიზაციაში, შედეგად კომპანიამ 2023 წელს გაყიდვების მიმართულებით შთამბეჭდავ 84%-იან ზრდას მიაღწია.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: გასული წელი Tegeta Truck & Bus-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო როგორც კომერციული, ისე ავტობუსების ბიზნესის მიმართულებით. უშუალოდ კომერციული ტექნიკის რეალიზაციაში 113%-იანი ზრდა ვაჩვენეთ. გარდა ამისა, 2023 წელს MAN-ის ტექნიკა იმაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე გასულ სამ წელში ჯამურად. გაყიდვების კუთხით მეორე ადგილზეა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი HINO, რომელიც სადისტრიბუციო სეგმენტზეა გათვლილი. გასულ წელს კომპანიაჰერცს“ HINO- 60 ერთეული ტექნიკა გადავეცით. 2023-ში წარმატებით გაიყიდა Tegeta Truck & Bus-ის პორტფელში შემავალი ახალი ჩინური ბრენდის, XCMG-ის ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდს ჩვენი მომხმარებელი ჯერ არ იცნობდა, 40 ერთეულის რეალიზაცია შევძელით და ამ მაჩვენებელს წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“.

გასული წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. ქართულმა კომპანიამ EBRD-ის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, ერევნის მუნიციპალიტეტს 87 ერთეული კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, 12C ტიპის, MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსი გადასცა. ეს იყო „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ პირველი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე, MAN-ის ბრენდთან ერთად.

Tegeta Truck & Bus-მა EBRD-ის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 18-მეტრიანი ავტობუსების ტენდერშიც გაიმარჯვა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების 50 ერთეული კომპანიამ უკვე შემოიყვანა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცა. ავტობუსები კონკრეტულ მარშრუტებზე თბილისში უკვე გადაადგილდება. წლის ბოლომდე კი მუნიციპალური ავტოპარკი, ჯამში, 160 ერთეული თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. ავტობუსებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გამოცდილი მექანიკოსების 30-კაციანი გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე. 2023 წელს ავტობუსებზე 17 000-მდე ინდივიდუალური სერვისი განხორციელდა.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: რაც შეეხება კომერციული ტექნიკის მომსახურებას, თბილისში, „თეგეტა მოტორსისცენტრალურ ფილიალში, ფუნქციონირებს MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი. თითქმის დასრულებულია გერმანული ბრენდის მეორე სერვისცენტრის ავტორიზაცია, რომელიც ქუთაისში იხსნება. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა და წელს დასრულდება გეზ-ის ობიექტი, სადაც იქნება სატვირთოების ყველაზე დიდი სერვისცენტრი მთელ ამიერკავკასიაში, რომელსაც ასევე ექნება MAN-ის ავტორიზაცია“.

Tegeta Truck & Bus-ის პორტფელს 2023 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაემატა. გარდა ამისა, კომპანიამ გადადგა პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „2023-ში დავიწყეთ ჩინური XCMG-ის ბრენდით აქტიურად ოპერირება სატვირთო ტექნიკის ბაზარზე. საქართველოში ჩინური ტექნიკის სეგმენტი მზარდია და ვფიქრობთ, XCMG-ის ბრენდი ამ ბაზარზე ჩვენი მთავარი დასაყრდენი იქნება. ასევე გადავდგით პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის მიმართულებით და შემოვიყვანეთცენტროსბრენდის, სრულად ელექტრული, მიკროავტობუსის ტიპის სადისტრიბუციო მანქანები“.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ წარმატებულმა საქმიანობამ გასულ წელს საერთაშორისო აღიარებებიც მოიპოვა. მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 71 ქვეყნის იმპორტიორი ესწრებოდა, MAN-ის მეორადი ტექნიკის გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის გამო, კომპანიამ მიიღო ჯილდო - MAT TopUsed Best Practice. მეორე საერთაშორისო აღიარება კი დუბაიში მოიპოვა, სადაც გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკა EMEA/CIS ქვეყნებში“.

წარმატებული 2023-ის შემდეგ Tegeta Truck & Bus-ს ამბიციური გეგმები აქვს 2024 წლისთვის. კომპანია გეგმავს 300 ერთეულამდე ტექნიკის რეალიზაციას, თავის პორტფელში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დამატებას, ელექტრიფიცირების მიმართულების გააქტიურებას, ჩინური ტექნიკის ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და MAN-ის ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

--

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები