მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ₾15 მილიონი წარმატებით განათავსა

ობლიგაციები
07.08.24 12:45
476

„თეგეტა ჰოლდინგმა“ კაპიტალის ბაზარზე 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები წარმატებით განათავსა. მორიგი ემისია კომპანიამ 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ტრანზაქციის მხარდამჭერი „გალტ & თაგარტია“.

თეგეტა ჰოლდინგმასაპროცენტო განაკვეთის 2024 წელს გაუმჯობესებული ფიქსირებული ნიშნული შეინარჩუნა და ობლიგაციების სარგებელი 13.5%-ით განსაზღვრა. კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

მანანა ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგისინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:ჩვენს პარტნიორთან, „გალტ & თაგარტთანერთად, კიდევ ერთი ტრანში წარმატებით განვახორციელეთ. გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, ევროსა და აშშ დოლარის შემდეგ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით. „თეგეტაქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მოხარულები ვართ, რომთეგეტასფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი კვლავ დიდია და ინვესტორთა წრე სულ უფრო იზრდება. როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან გაზრდილი ინტერესი ჰოლდინგის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. აღნიშნული ტრანზაქცია სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები კვლავ ჩვენი ჰოლდინგის განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას მოხმარდება“.

20-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამა ოთხ ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში კომპანიამ თავდაპირველად შვიდი მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა. 2024 წელს დოლარში დენომინირებული ემისია ორ ეტაპს მოიცავდა და საბოლოოდ, მეორე და მესამე ტრანშების მეშვეობით განთავსებულმა თანხამ 8.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. მათ შორის არის საპენსიო სააგენტო, რომელმაც სამი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ასევე კერძო კომპანიები, ადგილობრივი ბანკები და ფიზიკური პირები.

გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკიგალტ & თაგარტია“. „თეგეტასადაგალტ & თაგარტისპარტნიორობის ფარგლებში ეს რიგით მეშვიდე ემისიაა, რომელიც ამჯერადაც წარმატებით განხორციელდა.

ქეთევან თოიძე, „გალტ & თაგარტისდირექტორის მოადგილე: გვსურსთეგეტასმივულოცოთ კიდევ ერთი წარმატებული ობლიგაციების ემისია. 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „თეგეტამთავდაპირველად ევროსა და დოლარის ემისიები წარმატებით განათავსა, ხოლო ამჯერად, ლარში დენომინირებული ემისია განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ მოქნილობა, რასაც პროგრამით განსაზღვრული პირობები სთავაზობთ. ამ შემთხვევაში ეს გამოიხატება სამ განსხვავებულ ვალუტაში დენომინირებული განთავსებით ემიტენტისთვის. ვიმედოვნებთ, „თეგეტასთანერთად, წინ კიდევ არაერთი წარმატებული გარიგება გველის.“

მიმდინარე მდგომარეობითთეგეტასფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საერთო ჯამში, მოზიდული თანხის რაოდენობა 375 მილიონი ლარია, საიდანაც 215 მილიონი ლარის, 33.3 მილიონი აშშ დოლარისა და 23 მილიონი ევროს ობლიგაციები აქვს განთავსებული.

--

თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბითთეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტაექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. „თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტაჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები