მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტას" დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები „აუცილებლად გადაიდგმება"

თეგეტა

„აუცილებლად გადაიდგმება“ - ასე პასუხობს „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი BM.GE-ს კითხვას - აქვს თუ არა ბიზნესმენს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იმედი, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

თემურ კოხოძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს, მათ შორის ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

„კიდევ იქნება შეხვედრები, რომ განიმუხტოს ეს ყველაფერი, რაც აქ, ჩვენთან ხდება“, - ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი.

ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის 100-მდე წარმომადგენლის შეხვედრა დღეს დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყო და 17:00 საათისთვის დასრულდა. 4-საათიანი შევხედრის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილი მედიასთან აცხადებდა, რომ პრემიერმა ისინი ევროინტეგრაციის ურყევ პროცესში დაარწმუნა, ხოლო კრიტიკულად განწყობილი ბიზნესის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე კიდევ შეხვდება. Freebusiness-ის პლატფორმის მოთხოვნების მხარდამჭერი ბიზნესების პოზიცია - ახალი არჩევნების მოთხოვნისა და ახალ წლამდე საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლება - ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები