ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, იგივე IRGC-მ გააჟღერა მუქარა, რომ ისინი ჩაკეტავენ ყველა იმ საექსპორტო დერეფანს, რომლითაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სარგებლობენ.
Reuters-ის ცნობით, ირანის სამხედრო უწყება მზად არის სატრანზიტო გზები არამარტო ჰორმუზის სრუტეში, არამედ იემენელი ჰუსიტების დახმარებით წითელ ზღვაშიც მთლიანად ჩაკეტოს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონული ენერგოპროდუქტების ექსპორტით ან ყველას შეეძლება სარგებლობა, ან ის ყველასთვის ხელმიუწვდომელი გახდება. ცნობისთვის, თეირანის ეს მუქარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადის განახლების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
როგორც მედია წერს, რეგიონში ვითარების მკვეთრი გამწვავება აშშ-ის მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა საჰაერო იერიშებმა გამოიწვია. ამერიკულმა ავიაციამ ჰორმუზის სრუტესთან და ირანის სანაპირო ზოლში მდებარე ათობით სამხედრო ობიექტზე დარტყმები შვიდი საათის განმავლობაში განახორციელა. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ოპერაცია მიზნად იმ ირანული სამხედრო პოტენციალის განადგურებას ისახავდა, რომელიც კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა.




























