სამშობლოს პეიზაჟი - ასე ჰქვია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, თეკლა მელაძის ნახატს, რომელიც 27 იანვარს, არც მეტი არც ნაკლები შაპიროს აუქციონზე გაიყიდება. თეკლა მელაძე კი არის გოგო, რომელმაც ქართული და საერთაშორისო პრესა ერთდროულად აალაპარაკა და ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ხელოვნებაში სრულიად ახალი მიმდინარეობა - მონოტონიზმი შექმნა. დაიწყო ერთ ოქროსფერში ხატვა და დაამკვიდრა უნიკალური სტილი, რომელმაც ხელოვნებათმცოდნეები სრულად აღაფრთოვანა.
სტუმარი: თეკლა მელაძე - მხატვარი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად;