მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა, 2022 წლის პირველი ნახევარში 22,7 ათასით გაიზარდა - მიზეზები

62de9b5aa8ec6
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.22 20:29
845
„თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის პირველი ნახევარში 22,7 ათასით გაიზარდა - ამის შესახებ „თელასის“ მიერ 2022 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლებშია აღნიშნული, რომელიც კომპანიამ გამოაქვეყნა.

„თელასის“ მონაცემებით, კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 3.3%-ით (22,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 714.7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 644.3 ათასი - ფიზიკური, ხოლო 70.4 ათასი – იურიდიული პირია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ახალი აბონენტების რაოდენობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდამ აბონენტებზე ელექტროენერგიის მიწოდება გაზარდა.

„2022 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,481 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8.9%-ით (121 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.

2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 498 კმ შეადგინა, რაც 4,6%-ით (283 კმ-ით) აღემატება 2021 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 215 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები