მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თელასის” სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის გამო მომხმარებლისთვის შეტყობინებების გაგზავნა ვერ სრულდება - განცხადება

თელასი
04.08.25 11:27
442

2 აგვისტოს სს “თელასის” სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა. აღნიშნულ განცხადებას თელასი ავრცელებს.

"ამჟამად ვერ სრულდება მომხმარებლისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა ავარიულ გათიშვებსა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამის ორგანიზაციებთან წინასწარი ინფორმაციის გაგზავნა თბილისის ელექტროქსელში დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმების შესახებ.

კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მუშაობენ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები