მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროპორტის დიზაინის კონკურსში არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ გაიმარჯვა - ფოტოები

თელავის აეროპორტი

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინსა და პროექტირებაზე შპს "ხმალაძე არქიტექტორები" იმუშავებს. შესაბამისი კონკურსი გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 13-მა პრეტენდენტმა მიიღო, საბოლოოდ კი არქიტექტორ გიორგი ხმალაძის კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 296 000 ლარად შეასრულებს. შემსყიდველი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა.

"ხმალაძე არქიტექტორების" საპროექტო წინადადების მიხედვით, თელავის აეროპორტის დიზაინი შემდეგნაირი იქნება:

ცნობისთვის, არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერ არის დაპროექტებული „მეამას“ ოფისი, ასევე, Alliance Highline, Bioli Villas და ბათუმის McDonald’s-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები