მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროპორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი რეგიონის, ისე ქვეყანაში ავიაციის განვითარების კუთხით - მინისტრი

აეროპორტსი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს - ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

ცნობისთვის, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "ხმალაძე არქიტექტორებმა" გაიმარჯვა.

„თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ზოგადად შიდა ავიაციის განვითარების კუთხით მთელი ქვეყნის მასშტაბით - ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან.

თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით. ის ცალსახად ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობის ზრდას, მათ საშუალება ექნებათ, უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის თუ ტურისტული ლოკაციების მონახულება“, - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები