მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის გამო ვენახები დაზიანდა

სს
12.09.25 20:58
4807

თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში - რუისპირი და ვარდისუბანი, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დაზიანდა. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველადი მონაცემების საფუძველზე, სოფელ რუისპირში სეტყვის შედეგად დაზიანებულია 100 ჰა ვენახის ფართობი, ხოლო სოფელ ვარდისუბანში დაზიანდა 50 ჰა ვენახის ფართობი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმშიმიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებები გატარება.

კერძოდ, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი მიიღოს 1 კგ 1 ლარად სხვადასხვა ლოკაციაზე. მევენახე - ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები