მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავს 8.5-მეტრიანი ახალი ავტობუსები გადაეცა – ტრანსპორტი გათვლილია 50 მგზავრზე

5f99b8264921a
თამთა ჯიჯავაძე
28.10.20 22:18
1643
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ავტობუსი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

"მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს – 60 ერთეული ავტობუსი.

პროგრამას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას", – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ავტობუსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

ცნობისთვის, თელავს აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები