მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში აეროდრომის რეაბილიტაცია იგეგმება

5e11c0d19b2d7
ანუკა ჯოხაძე
05.01.20 14:50
2191
"სახელმწიფო არ უნდა ისწრაფოდეს, რომ ოპერირება აიღოს ხელში,”- ამის შესახებ BM.GE-სთან კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიმინოს აეროდრომზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც ქადაგიშვილი ამბობს, სახელმწიფო ამ პროცესებში იმ დოზით იქნება ჩართული რა დოზითაც საქმის განვითარებას დასჭირდება. ქადაგიშვილი ამ ეტაპზე სხვა დამატებით დეტალებს არ ასახელებს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ კერძო სექტორი აეროდრომის რეაბილიტაციის მიზნით ბანკისგან სესხს იღებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტია.

“ეს აეროდრომი დარჩება კერძო საკუთრებაში და თვითონ ბიზნესი განსაზღვრავს საჭიროებებიდან გამომდინარე თანამშრომლობა სახელმწიფოსთან როგორ დაალაგოს. სახელმწიფო ყოველთვის მორგებული იქნება ბიზნესის ინტერესებზე, რათა ბიზნესის ხელშეწყობის მიხედვით გადავდგათ ნაბიჯები. როცა სხვადასხვა ვარიანტებზე ვსჯელობდით, ამ შემთხვევაში, კერძო სექტორის, აეოპორტის მესვეურები ხედავდნენ, რომ ჩვენი და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან დამოკიდებულება ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბიზნესისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შეგვექმნა. სახელმწიფო არ უნდა ისწრაფოდეს ჩემი გაგებით, რომ ოპერირება აიღოს ხელში. ყოველთვის უკეთესია როდესაც პროექტის ოპერირება იქნება კერძო სექტორის ხელში. ჩავერთვებით იმ დოზით რა დოზითაც საქმის განვითარებას დასჭირდება. “-აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თელავში, "მიმინოს" აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება. როგორც BM.GE-ს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ განუცხადა, ობიექტის რეაბილიტაციის შემდეგ თელავიდან 20-ადგილიანი თვითმფრინავი იფრენს. ტეფნაძე რეაბილიტაციის ხარჯების მოცულობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას თავად უნივერსიტეტი დაფარავს. მისი ცნობით, მგზავრებს თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურება, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები