Telegram-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტა – Toncoin-ი ამერიკულ კრიპტობირჟა Coinbase-ზე დაილისტა.
როგორც ცნობილია, ICO-დან პირველ 24 საათში TON-ზე მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი იყო, რადგან აქამდე ამერიკელ მოქალაქეებს Telegram-ის კრიპტოვალუტაში ინვესტირების საშუალება არ ჰქონდათ.
Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის განცხადებით, Toncoin-ის მიზანი სოციალურ ქსელში მისი სრული ინტეგრაცია და მილიარდამდე მომხმარებლისთვის ფინანსური ალტერნატივის შეთავაზებაა, რომელიც არ ემორჩილება არცერთი სახელმწიფოს, კომპანიის ან ორგანიზაციის ნებას.




























