მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

6156db0e50efc
ინგა მურუსიძე
01.10.21 14:16
517
თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეძლებს. 

რა მომსახურებას მიიღებენ აბონენტები სერვისცენტრში?

„თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრში აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:

● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;
● ბრუნვის ისტორიის მიღება;
● მომხმარებლის განაცხადის მიღება:
● რეკვიზიტების დაზუსტება;
● ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;
● გადახდილი თანხის კორექტირება;
● დავალიანების გადანაწილება;
● გადახდის ვადის გადავადება და სხვა.

„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი გოლოვკომ განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კიდევ 5 ანალოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება: „ჩვენი მიზანია, რომ „თელმიკოს“ ნებისმიერი სერვისი მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გვინდა, აქ მოსულმა მომხმარებლებმა კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეძლონ სასურველი მომსახურების მიღება“.

მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი თბილისში, ოთარ ჩხეიძის №10-ში მდებარეობას და ის აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოემსახურება.
(NS)

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები