მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელმიკოს აბონენტებს, რეკვიზიტების შეცვლა იუსტიციის სახლის დახმარებით შეუძლიათ

64064a2a6358e
BM.GE
06.03.23 21:29
1209
იუსტიციის სახლსა და თელმიკოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მისულ მომხმარებელს შეუძლია შეავსოს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება, ასევე დაწეროს განცხადება ბრუნვის ისტორიის ან სხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე.

თელმიკოსთვის, მომხმარებლის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტების მიწოდებას, უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფს იუსტიციის სახლი. რომლის შემდგომ, რამოდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებელი, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისგან, სმს შეტყობინების სახით, მიიღებს ინფორმაციას გაწეული მომსახურების შესახებ.

თბილისში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც თბილისის ასევე საქართველოს მასშტაბით
მდებარე 117 იუსტიციის სახლის და მობილური იუსტიციის სახლების
საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, შემდეგ ნომრებზე: +995 32 5 000 777; 16 700, ან მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონული ფორტის მისამართზე info@telmico.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები