ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, მის კომპანიებში - “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში”, ასევე “მაკდონალდს საქართველოსა” და “ჯორჯია პალას ჰოტელში” დასაქმებულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უკვე ვაქცინირებულები არიან.
“ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი არის აცრილი. ყველა რეგულაციას რა თქმა უნდა ეთანხმება, რადგან აცრა არის ის საკითხი, რომლის საწინააღმდეგოს არც უნდა ფიქრობდეს ადამიანი,”- ამბობს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 204,234 ადამიანი, ერთი დოზით კი 460,763 ადამიანი არის აცრილი. ჯამურად, მოსახლეობის 5.4% არის სრულად ვაქცინირებული, მინიმუმ ერთი დოზით მაინც კი მოსახლეობის 12.4% არის აცრილი.




























