მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: „მრჩეველს მრჩეველი არ სჭირდება, მას სჭირდება დაჯერება“

6095561ae29d0
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 00:12
972
ბიზნესმენი თემურ ჭყონია თვლის, რომ უცხოური ინვესტიციების საკითხებში პრემიერის ახალ მრჩეველს რჩევები არ სჭირდება, რადგან ქართველებმა ახლა მის რჩევებს უნდა მივდიოთ და დავუჯეროთ. ამის შესახებ მან „ანალიტიკაში“ ვაზილ ჰუდაკის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ეკონომიკური მართვის სისტემა ქვეყნისთვის მოგებიანი არ არის და სწორედ მის შეცვლაში უნდა დაგვეხმარონ მრჩევლები.

„მრჩეველს რჩევა რომ მივცეთ, ეს არის ქართული მიდგომა. მრჩეველს მრჩეველი არ სჭირდება, მას სჭირდება დაჯერება. ჩემთვის პრიორიტეტია ვაზილ ჰუდაკის მოწოდებებისა და რჩევების დაჯერება, ეს უნდა იყოს დისციპლინა.

ჩვენ არ უნდა შევეკამათოთ, იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვამტკიცებთ ჩვენს უცოდინრობას... ერთ მშვენიერ დღეს დავუჯეროთ ჭკვიან ხალხს და შევასრულოთ და შევხედოთ. დღევანდელი ეკონომიკური მართვის სისტემა საქართველოსთვის მოგებიანი არ არის, აქედან გამომდინარე უნდა ვეძებოთ გზები და ამასაც ცოდნა სჭირდება. ეს წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგან ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, დამტკიცებულია, რომ არ ვარგა“, - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები