მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თემურ ჭყონია: "კადრების შენარჩუნების ერთადერთი გზა არსებობს - ღირსეული ანაზღაურება"

634672e6f3df4
თათია კაკიაშვილი
12.10.22 11:58
23315

“კადრების დეფიციტი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს დეფიციტი უნდა შეავსოს ბიზნესმა,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესმა უნდა გადაამზადოს კადრები, საჭიროების შემთხვევაში უცხოეთში, რადგან, ღირსეულ ანაზღაურებასთან ერთად, სწორედ ესაა კადრების შენარჩუნების გზა.

„ბიზნესმა უნდა მოამზადოს კადრები. არსებობს უამრავი მიმართულება - შეიძლება მოამზადო კადრები ევროპაში, სპეციალურად შენთვის, შეიძლება მოამზადო აქ, შეიძლება ჩამოიყვანო ტრენერი, მაგრამ ჩემი აზრით, კადრების შენარჩუნების და გაზრდის ერთადერთი გზა არსებობს - ღირსეული ანაზღაურება. თუ ადამიანს ღირსეული ანაზღაურება აქვს, სწავლის დიდი მოტივაცია აქვს და სწავლასთან ერთად, კარიერული განვითარებაც ექნება, მაშინ საერთოდ სხვა სფეროში აღმოჩნდება,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, დასაქმების სფეროში დღემდე პრობლემურია ნეპოტიზმი.

„პრობლემა მენტალურია, ამიტომ ნეპოტიზმი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ხელშეწყობა ძალიან ნიჭიერი ადამიანებისთვის, ხელფასების, გარემო-პირობების შექმნით, ღირსეულად უნდა გრძნობდეს ადამიანი თავს, როცა მსახურობს და მუშაობს კომპანიაში, უნდა გრძნობდეს ბედნიერად და ღირსეულად ხელფასით, მომსახურებით, მანქანით, ყველაფრით. მიგრანტების საშიშროება, ხალხის გასვლა-შემოსვლა არ არის საშიში, უბრალოდ მიზნად არ უნდა დაისახოს ადამიანმა სამშობლოდან გაქცევა, თორემ თუ უნდა საზღვარგარეთ სწავლა, მუშაობა, შემდეგ ქვეყანას რომ გამოადგეს, დაბრუნდეს ან ოჯახი შექმნას, ესეც არაა დიდი ტრაგედია. ამიტომ გადინება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გადინება უნდა იყოს ბედნიერებისთვის და არა იძულებითი”- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები