მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ქარჩავა "ოცნების" მთავრობას ანაკლიის პორტზე საკუთარ პირობებს უყენებს

5e4ac770d4482
BM.GE
17.02.20 20:54
8340
თემურ ქარჩავას „ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმი" მის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად, კვლავ მზადაა მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში, თუკი რამდენიმე პირობა შესრულდება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი ადვოკატი მიხეილ ბუზარიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, „ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმი" მონაწილეობას მიიღებს მშენებლობაში, თუ:

"საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორისთვის მისაღები პირობები. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა: თეიმურაზ ქარჩავას მიმართ სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული 2100 ჰა მიწის ნაკვეთის შპს „ანაკლია პორტი“-სთვის დაბრუნება იმ პირობით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე „ანაკლია ეკო პარკი და პორტის“ კონსორციუმის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ წევრებთან ერთად აშენდება ანაკლიის პორტი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, სახელმწიფოსთვის ფინანსური გარანტიების მოთხოვნის გარეშე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:

ბატონი თეიმურაზ ქარჩავას ბიზნეს ჯგუფს, ინტერესი ანაკლიის პორტის განვითარების მიმართ გამოხატული აქვს ჯერ კიდევ 2003 წლიდან. სწორედ ამ პერიოდიდან, შპს „ანაკლია პორტი“-ს ბიზნეს ჯგუფის მიერ განხორციელებულია სოლიდური ინვესტიციები ანაკლია პორტის განვითარებისათვის და ამ პერიოდიდანვე ვამუშავებთ პორტის განვითარების კონცეფციას, რასაც ადასტურებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ანაკლიის პორტის დეტალური პროექტი, განხორციელებადობის კვლევა (feasibility study), ასევე სხვადასხვა სახის კვლევები. რომელთა საჯარო განხილვა, შესაძლებელია პირველივე მოთხოვნისთანავე", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები