მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ კალანდაძე: მარნეულის სოფლებიდან კომპანია "ჯიბე" კიტრს სრულად შეისყიდის

5ea0522d1abfd
თათია ჩაფიჩაძე
22.04.20 18:13
4319
სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, მარნეულში ამ დროისთვის მოლაპარაკებები 200-მდე აქციის მონაწილესთან მიმდინარეობს.

კალანდაძე აცხადებს, რომ შემსყიდველი კომპანია "ჯიბეს" 3 ტრაილერი მარნეულში უახლოეს წუთებში ჩავა და ისინი ფერმერებისგან არსებულ პროდუქციას სრულად შეისყიდიან. რაც შეეხება ფასს, კომპანია გლეხებს 1კგ კიტრში ერთ ლარს გადაუხდიან.

"ამ წუთას ვიმყოფები მარნეულში აქციის მონაწილეებთან, ჩემთან ერთად არის მხარის გუბერნატორი და ასევე პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შეკრებილ ხალხთან და მინდა მოგახსენოთ, რომ კომპანია რომელიც ყიდულობს მათგან პროდუქციას, უხდის ძალიან კარგ ფასს. საუბარია 1კგ კიტრში 1 ლარზე. გუშინ ამ კომპანიამ წამოიღო 40 ტონა კიტრი. ფასი უმრავლესობისთვის არის მისაღები, 1-2 კაცი შეიძლება პროვოკაციულად აცხადებს, რომ არ მოსწონს, მაგრამ მასისთვის ეს ფასი ნამდვილად მისაღებია.

ასევე მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ რა რაოდნეობის კიტრიც არ უნდა იყოს და ახლა კიტრზეა საუბარი, სრულ რაოდენობას შეისყიდის ეს კომპანია. ახლა ველოდებით 3 ტრაილერს, რომლებიც გაყვებიან გლეხებს სოფლებში და დაიტვირთებიან ამ პროდუქციით. კომპანიის მხრიდან შესყიდვა წინა დღეებშიც მოხდა, მაგრამ ახლა თითქოს ჭარბი რაოდენობა აქვთ და ამიტომ ვთხოვეთ კომპანიას, რომ უფრო მეტი მანქანა გამოეშვათ და მეტი შეესყიდათ. კომპანია გვეუბნება, რომ იყიდის ნებისმიერ რაოდენობას.

ეს არის კოპანია "ჯიბე", რომელსაც აქვს 2500 ტონიანი კეთილმოწყობილი სამაცივრე სასოფლო-სამეურნეო საწყობი წერეთელზე. ის მუშაობს სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულზე და მათთვის ეს რაოდენობა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კალანდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები