მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ვერულავა: ჯანდაცვა საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას და უწყვეტობას

5e071a5b35c95
თელარა გელანტია
28.12.19 14:35
2955
მედიცინის დოქტორის, პროფესორ თენგიზ ვერულავას აზრით, "ჯანდაცვა, რომლის მიზანია, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას და არ შეიძლება განიცდიდეს გაუთავებელ პერმანენტულ რყევებს.

“ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებები და სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის თუ როგორი მოდელი გვინდა გვქონდეს, როგორია სისტემის ორიენტირები, თუ საით მივდივართ. საუბარია, ჯანდაცვის სისტემის ძირითად მახასიათებლებსა და ამოცანებზე, მიზნებზე.

სტრატეგიული ხედვა ხელს შეუწყობდა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების ფართო წრე, რომელიც პარლამენტის წევრებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ექსპერტებს, ასოციაციებს, ჯანმრთელობისა დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიცავს.

გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ზეპარტიული კონსესუსის თემა და საგანია. მიუხედავად მთავრობების ცვლისა, გრძელვადიან პერიოდში სტრატეგიული კურსი არ უნდა შეიცვალოს და მიღწეულის უარყოფა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების გამო არ უნდა ხდებოდეს", - აცხადებს ვერულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები