მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეორიულად შესაძლებელია, საქართველო, პირიქით, დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას“ – გია ნოდია

გია ნოდია

დღეს, ევროპული საბჭოს ლიდერების სხდომამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა საბჭოს მინისტრების დასკვნა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს EU-ს გაფართოების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესახებ.

გამოქვეყნებულ დასკვნაში მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ თავის ერთგულებას ადასტურებს. ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ევროპული საბჭოს სხდომის ფორმატში უნდა მიიღონ.

რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – ამ კითხვას ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“– ში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ უპასუხა.

- გასაგებია, რომ ზუსტი პასუხი ვერ გექნებათ ჩემს კითხვაზე, მაგრამ რა სცენარებს განიხილავთ – რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს 14–15 დეკემბრის სხდომის ფონზე?

- ცალსახა პროგნოზის გაკეთება რთულია. ძირითადი პრობლემაა უნგრეთის პოზიცია და ევროკავშირის დანარჩენი წევრები რამდენად შეძლებენ უნგრეთის დარწმუნებას, რომ მან მხარი დაუჭიროს ევროკავშირის რეკომენდაციებს. გასაგებია, რომ ევროკავშირის დანარჩენი წევრები იქითკენ იხრებიან, რომ მიიღონ ეს რეკომენდაციები – უნგრეთი ერთგვარად ჯიუტობს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კონსენსუსი მიღწეული იყოს – ამ ეტაპზე ეს არის მთავარი კითხვა. სხვა კითხვები პრაქტიკულად არ არის.

- განიხილავთ ასოცირების ტრიოს დაშლის შესაძლებლობას? ვთქვათ, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და უკრაინის საკითხი ღიად დატოვონ, თუკი ორბანი სიჯიუტეს არ მოიშლის?

- არ ვიცი. ტრიო ნაწილობრივ დაიშალა შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველომ ვერ მიიღო. ორბანი ძირითადად უკრაინისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის წინააღმდეგია. ასე რომ, თეორიულად შესაძლებელია, რომ საქართველო, პირიქით, დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას. კანდიდატის სტატუსს მათ ვერავინ ჩამოართმევს, უკვე მინიჭებული აქვთ და ვთქვათ, საქართველოსაც მიანიჭონ და პირიქით, ტრიო აღდგეს. ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები