მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმა წლის ბოლომდე გაიზრდება - რაზე მსჯელობს პარლამენტი?

62a1dd2c2061c
მარიამ ვარადაშვილი
09.06.22 16:18
1430

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები წარადგინა, რაც ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის შემთხვევაში ჯარიმის გამკაცრებას ითვალისწინებს. 

პროექტი ბითაძემ პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარადგინა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან BMG-ის უთხრა, ჯარიმა კანონის მხოლოდ განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გამკაცრდება. დღესდღეობით პირველ და განმეორებით შემთხვევებშიც ჯარიმა ტექნისპექტირების გაუვლელობისთვის 50 ლარია. 

“შეხვედრაზე საკანონმდებლო პაკეტის კონცეფცია წარვადგინეთ, რაც ეხება ტექინსპექტირების გავლის ახლებურ რეგულირებულებას. შევჯერდით რომ ტექინსპექტირების პირველადი ჯარიმა არ გაიზრდება, მაგრამ განმეორებითობის ელემენტი შემოვა, რაც ამ სისტემას უფრო ეფექტიანს გახდის. აღნიშნული კანონის დაინიცირებას მიმდინარე წელს ვგემვათ. სამუშაო ჯგუფს ეს კონცეფცია გავუზიარეთ და მომდევნო კვირებში მათგან მოსაზრებების წარმოდგენას ველოდებით. ამ ეტაპზე თანხის ზუსტად თქმა არ შემიძლია, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯარიმა არ გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება”,-აცხადებს ბითაძე.

მისივე თქმით, რადგან არსებული ჯარიმის საფასური 50 ლარი საკმაოდ დაბალია, ავტოტრანსპორტის მფლობელებს უღირთ ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად ეს თანხა გადაიხადონ. 

“როცა იქნება მოლოდინი, რომ თუ მეორეჯერაც არ გაივლიან ინპექტირებას, მეტი თანხით დამაჯარიმებენ, ეს საკითხი აღმოიფხვრება",-აცხადებს ბითაძე. 

ტექინსპეტირებაზე მოთხოვნა შემცირებულია, დაჯარიმების მაჩვენებელი - გაზრდილი

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები