მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტექნიკურ გაუგებრობა იყო" - საგარეო საქმეთა სამინისტრო ვანდერბრუკის საქართველოში არშემოშვებაზე

ელჩები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი, საიმონ ვანდერბრუკის ქვეყანაში ტექნიკური გაუგებრობის გამო არ შემოუშვეს. უწყებაში აცხადებენ:„ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, აღნიშნულზე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ „სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ 22 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არშემოშვების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები