მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტექნიკური შეფერხება” - Meta სოციალური ქსელების გათიშვის გამო ბოდიშს იხდის

მეტა

5 მარტს, თბილისის დროით, დაახლოებით, 19:30 საათზე Meta-ს სოციალური პლატფორმები: Facebook, Instagram და Threads - გლობალურად გაითიშა. პლანეტის გარშემო ათი ათასობით მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე წვდომა დაკარგა, ბევრს ეგონა, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა.

Meta-მ ხარვეზი, დაახლოებით, ორ საათში გამოასწორა, მომხმარებელს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზები არ დაუსახელებია.

"დღევანდელი "ტექნიკური შეფერხების გამო” მომხმარებლებს ჩვენს ზოგიერთ სერვისზე წვდომა შეუზღუდა. ჩვენ პრობლემა, რამდენად შეიძლებოდა, სწრაფად აღმოვფხვერით და ბოდიშს ვიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, - განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა, თუმცა "ტექნიკურ შეფერხებაზე” მეტი დეტალი არ უხსენებია.

ანალოგიური პრობლემა Meta-ს პლატფორმებზე ბოლოს 2021 წლის 4 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც Facebook, Instagram და WhatsApp აპლიკაციები 7 საათის განმავლობაში არ ფუნქციონირებდნენ. მაშინ კომპანიამ განმარტა, რომ პრობლემა იმ როუტერების არასწორი კონფიგურაციით იყო გამოწვეული, რომლებსაც კომპანია მონაცემთა ცენტრებს შორის ტრაფიკის კოორდინაციისთვის იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები