მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოლოგიები, რომლებსაც Nvidia-ს პრეზიდენტი განვითარებად ქვეყანაში დანერგავდა

ნვიდია

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ “მსოფლიო მთავრობათა სამიტის” პანელურ დისკუსიაზე ტექნოლოგიური განვითარების შესახებ საუბრობს.

UAE-ის ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკისა და დისტანციური მუშაობის აპლიკაციების სახელმწიფო მინისტრის, ომარ ბინ სულთან ალ ოლამას კითხვაზე - რა იქნებოდა პირველი ტექნოლოგია, რომელსაც ჰუანგი რომელიმე განვითარებად ქვეყანაში დანერგავდა, Nvidia-ს პრეზიდენტი პასუხობს, რომ მთავარი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

- რომ შემოვატრიალოთ პარადიგმა და წარმოვიდგინოთ, რომ ჯენსენ ჰუანგი რომელიმე განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიც, ასე თუ ისე, დაბალია. წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარი ფინანსების მიმართვა ერთი კონკრეტული AI აპლიკაციისკენ შეგიძლიათ, პრობლემები კი, რომელიც ქვეყანაშია - უამრავია. რა იქნებოდა პირველი ტექნოლოგია, რომელსაც დანერგავდით?

- პირველი და მთავარი, რაც უნდა გააკეთო, ინფრასტრუქტურის აშენებაა. თუ გსურს საკვების წარმოება შეძლო, ფერმები უნდა მოაწყო; თუ გჭირდება, რომ ელექტროენერგია აწარმოო, ელექტროსადგურები უნდა ააშენო, თუ გინდა შენი ეკონომიკა გააციფრულო, ინტერნეტი უნდა განავითარო. და თუ გინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გენერაცია ავტომატიზებული იყოს, აუცილებლად უნდა ააშენო ინფრასტრუქტურა. ეს არც ისე ძვირი ჯდება და არც ისე რთულია. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს შეიძლება სურდეთ, ხელოვნური ინტელექტი საშიშ, გასაოცარ ტექნოლოგიად მიიჩნიონ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ის უბრალოდ კომპიუტერია, რომლის ყიდვაც მაღაზიის თაროდანაც შეგიძლია, ყველა ქვეყანას კი უკვე აქვს მისთვის საჭირო გამოცდილებაც, მხოლოდ მისი გამოყენებაა საჭირო.

პირველი, რასაც გავაკეთებდი, ისაა, რომ ჩემი ენისგან, კულტურისგან, პერსონალურ დიდი ენის მოდელს შევქმნიდი. საამიროებში ბევრი ასეთი მაგალითი არსებობს, არაბული ენის კოდიფიკაციისა და დიდი ენის მოდელის შექმნისა, მაგრამ ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ენის მოდელი არ არის. ერთდროულად რამდენიმე AI რევოლუცია მიმდინარეობს და მას ვხვდებით როგორც ენის, ისე ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, კლიმატის, ენერგეტიკის სფეროებშიც. AI არსებობს რობოტიკისა და ავტონომიური სისტემების მანუფაქტურისთვისაც. AI რევოლუცია ყველა ამ მიმართულებით ხდება და თუ მისთვის ინფრასტრუქტურას ააშენებ, თითოეულ ამ სფეროში მკვლევრების გააქტიურებას შეუწყობ ხელს. ინტერნეტის გარეშე, ვერ იქნები ციფრული, ფერმების გარეშე, არ გექნება საკვები, ინფრასტრუქტურის გარეშე კი როგორ მოუწოდებ შენი რეგიონის მკვლევრებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები