მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა AI-ის რეგულირება აუცილებელი? - ჯენსენ ჰუანგის მოსაზრება

ნვიდია

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ “მსოფლიო მთავრობათა სამიტის” პანელურ დისკუსიაზე ტექნოლოგიური განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბრობს. როგორც მან UAE-ის ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკისა და დისტანციური მუშაობის აპლიკაციების სახელმწიფო მინისტრთან, ომარ ბინ სულთან ალ ოლამასთან ინტერვიუში აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტის დარეგულირება საჭიროა, თუმცა მისი არ უნდა გვეშინოდეს.

“რამდენი ახალი, განვითარებული ტექნოლოგიაც არ უნდა შევქმნათ, აბსოლუტურად მართალია, რომ ის უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ უნდა განვავითაროთ, და მოსახლეობას უსაფრთხოდ უნდა მივაწოდოთ. იქნება ეს თვითმფრინავი, რომლითაც აქ ჩამოვფრინდი, ავტომობილები, საწარმოო სისტემები თუ მედიკამენტები, ყველა სხვადასხვა ინდუსტრია დღეს ძალიან მკაცრად რეგულირდება და ამ რეგულაციების ხელოვნურ ინტელექტზე გავრცელებაც უნდა განვიხილოთ.

ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებაში პროდუქტისა და სერვისების მეშვეობით გავრცელდება, ავტომატური ინტელექტი კი ყველა ამ ინდუსტრიას კიდევ უფრო გაზრდის. ეს არის შემთხვევა, როცა არსებობს ინტერესი, ადამიანები ახალი ტექნოლოგიის გამო შეშინდნენ, დაიბნენ, ან წახალისდნენ, რომ ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერი მოიმოქმედონ, რაც ვფიქრობ, შეცდომაა. ამ ტექნოლოგიის დემოკრატიზაციის მოხდენა უნდა გვსურდეს”, - ამბობს Nvidia-ს CEO.

ჰუანგს მიაჩნია, რომ დიდი ენის მოდელები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღია წყაროს ეფუძნება, მასშტაბური ტექნოლოგიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

“ძალიან ბევრი ღია წყაროს მოდელი არსებობს. გვაქვს ინოვაციები უსაფრთხოების, სწავლების, თავდაცვის თუ სხვა უამრავ სფეროში, რასაც ემატება მათ შემქმნელთა გამჭვირვალობა, განმარტებები… ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ახლა ვითარდება, სწორედ ამ ღია წყაროების მოდელების წყალობით იხვეწება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დემოკრატიზაციის პროცესი და ქვეყნების რეგიონული თუ საერთაშორისო აქტიურობა ხელოვნური ინტელექტის მატარებელში ჩაებან, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, ნაცვლად იმისა რომ ყველა დავარწმუნოთ, თითქოს AI კომპლექსური და სახიფათოა, ან იმდენად მისტიკურია, რომ მსოფლიოში მასზე წვდომა მხოლოდ 2-3 ადამიანს უნდა ჰქონდეს - ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა”, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები